საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკის კურსი, რომ უნდაშეცვალოს რუსეთთან(დათბობისკენ) და ნატოსთანმიმართებაში, ეს დღესავით ნათელია, რადგანსაქართველოამჟამად არ არის ისეთ მდგომარეობაში(ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ), როგორიც იყომაგალითადაგვისტოს ომამდე. გინდა თუ არა რუსეთი საქართველოსმეზობელი ქვეყანა დაპოლიტიკაში მეზობლობა არ ნიშნავსსაცხოვრებელ კორპუსში მეზობლობას, როცა კორპუსშიარმოგწონს მეზობელი, შეიძლება ბინა გადაცვალო ან გაყიდო,ხოლო პოლიტიკაში ქვეყანასვერ გადაცვლი და ვერც გაყიდი.
საჭიროა დიპლომატიური გზებით გადაწყდეს პრობლემა და არაიარაღის ჟღარუნით დამუქარით “ამას გიზამ, იმას გიზამ” (რაც ჩვენთვის არც თუ უცხოა). დიპლომატიურადგადაწყვეტისთვისპირველ რიგში აუცილებელია საელჩოების დასაკონსულოებისამოქმედება, დიპლომატიური ურთიერთობებისაღდგენა არა ტელეხიდებით დატელეფონებით საუბარი, არამედპირისპირ ელჩების, მინისტრების და თუ საჭიროგახდაპრეზიდენტების დონეზეც კი. მართალია და გასაგებია, რომ ეს ცოტა არ იყოს უსაიმოვნო იქნება პოლიტიკოსებისთვის, პირადი ღირსების და ამბიციების გამო, მაგრამ ქვეყნის ინტერესებს ძალიან წაადგება და შეიძლება ითქვას აუცილებელიცაა.
ამბობენ, რომ რატომ უნდა დაიწყოს რუსეთმა მოლაპარაკებები?ის აგრესორია, არ დაიწყებსდიალოგს, მას არ შეუძლიადიპლომატია, შეხედეთ ევროპას გაზი გაუთიშაო, მაგრამსაქმეისაა, რომ რუსეთი მომხრეა დიალოგის და დიპლომატიის,მომხრეა მოლაპარაკებებისგანახლების, ამას ჩვენიმეგობარ-მოკავშირეები, დასავლეთის ორგანიზაციები დაამერიკაცმოგვიწოდებს. გეთანხმებით, რომ რუსეთი აგრესორია,მაგრამ მას ევროპისთვის არგაუთიშავს გაზი, მან უკრაინასგაუთიშა.
რატომ გგონიათ, რომ ევროპა დემოკრატიულ ფასეულობებსგაზზე გაცვლის? ევროპაერთხელ უკვე დაუდგა საქართველოსგვერდით, მაშინ რა არ ეშინოდა გაზის გათიშვის?მაგრამდააკვირდით ევროპის შემდეგ ქმედებებს, მან დაიწყომოლაპარაკებები როგორცრუსეთთან ასევე უკრაინასთან, მანიმდენი შესძლო რომ ამ 2 ქვეყნის პრემიერებიშეახვედრაერთმანეთს და რამდენიმე დღეში გადაწყდა ესპრობლემა. ანუ გამოდის რომ რუსეთსშეუძლია დიპლომატია,თავად უკრაინასთანაც კი, რადგან უკრაინამ არ დაიწყოსროლები,არ დაიწყო კივილ-წივილი და რაიმენაირი ომი.გააჩნია იმას, თუ როგორ დაიწყებ ლაპარაკს,როდესაც შენდაიწყებ იარაღით და ტანკებით, არ უნდა გეგონოს რომმოწინააღმდეგეყვავილებით, მუშტით, რაიმე განცხადებით ან შეშფოთება-აღშფოთებით გიპასუხებს.
ბევრს ჰგონია, რომ ჩვენი მიზანია ნატო და ევროკავშირი,რადგან ისინი დაგვიცავენრუსებისგან, მაგრამ უნდა გავმიჯნოთდა განვასხვავოთ რა არის ჩვენი მიზანი დასაშუალება, ჩვენითვითმიზანი ნატო და ევროკავშირი არაა, ამორგანიზაციებისკენსწრაფვას არ უნდა გადავაყოლოთ ქართველიერი, მაგალითად შემიძლია მოვიყვანოჩეჩნეთი, რომლის მიზანირუსეთისგან გამოყოფა იყო და რუსეთმა ისე გადაურა, 3ცალჩეჩენს თუ იპოვის კაცი სადმე. ჩვენი მიზანი არისძლიერი, ერთიანი, სამართლიანისაქართველოს აშენება და არანატო და ევროკავშირი, ესენი არიან ამ მიზნისმიღწევისსაუკეთესო საშუალებები.
სამწუხაროდ, საქართველოს დღესდღეისობით არ შეუძლიასწრაფი ტემპით წავიდეს წინნატოსკენ და ევროკავშირისკენ,თან ნატომ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ მიგვიღებენამორგანიზაციაში, ამიტომ საჭიროა რუსეთთანდეკლარირებული, მარტივი ენით რომავხსნათ მოჩვენებითიქმედებები, რომ ჩვენ ნატოსკენ არ მივიწევთ, ამავდროულადქვეყანაისე უნდა განვითარდეს შიდა პოლიტიკით, რომსაქართველო მზად იყოს ამორგანიზაციებში შესასვლელად, ანუ გამოდის, რომ წარმატებული საგარეო კურსისთვის აუცილებელია წარმატებული საშინაო პილიტიკა, რადგან საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს და როგორც საშინაოს წარვმართავთ, საგარეოც ისეთივე გაგრძელებას ჰპოვებს, მაგრამ გვაქვს კი ჩვენ წარმატებული საშინაო პოლიტიკა?
ცალსახად მინდა ავღნიშნომ რომ ჩვენი, როგორც ქართველის ერის გზა და მომავალი დასავლეთი და დასავლური დემოკრატიული ორგანიზაციებია, მაგრამ ის რაც დღეს ხდება დაახლოებით ჰგავს მასპინძელი რომ ეუბნება სტუმარს "უი როგორ მიხარია რომ მოხვედი, მაგრამ არ შემოხვიდე იატაკი მაქვს გასუფთავებულიო", რადგან ამ შემთხვევაში სუფთა იატაკი არის ის დემოკრატიული ღირებულებები რაც დასავლეთმა მთელი ამ დროის განმავლობაშ რის ვაი ვაგლახით შექმნა და დაამყარა თუნდაც ამ ორგანიზაციებში და ჩვენი იქ შესვლით არ უნდათ რამე პრობლემები შეექმნათ და თავი აიტკიონ, რადგან ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არაა დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარებული და ამას დავუმატოთ რუსეთის ფაქტორი.
როცა ქვეყნის შიგნით არ გაქვს განვითარებული დემოკრატიული ღირებულებები და პატივს არ სცემ სიტყვის და ადამიანის თავისუფლებას, რუსეთის ფაქტორი ყოველთვის იმოქმედებს შენს წინააღმდეგ (რადგან ასე თუ ისე დასავლეთი და ამ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციები გარკვეულ ანგარიშს უწევენ რუსეთს გასაგები მიზეზების გამო). მაგრამ როცა ქვეყნის შიგნით მართლაც ჯანსაღი გარემო იქნება, არ შეიზღუდება სიტყვის თავისუფლება მაშინ რუსეთის ფაქტორი მცირდება, რადგან დასავლეთი უფრო აქტიურად დაიწყებს ზრუნვას საქართველოს ინტეგრაციაზე. სწორედ ამისაა რუსეთს რომ ეშინია, რუსეთს ეშინია საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების და ყველანაირად ხელს უწყობს იმ სიტუაციისარსებობას და გაგრძელებას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში.
პოლიტიკაში დიდი პატრიოტიზმით შორს ვერ წახვალ, ცოტა მოჩვენებითი ხერხებიც უნდა გამოიყენოს კაცმა, ამის ნათელი მაგალითია ზვიად გამსახურდია. როგორც პიროვნებას უდიდეს პატივს ვცემ, რადგან უდიდესი პატრიოტი იყო თავის ქვეყნის, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, შეიძლება ითქვას – არაფერი. მან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდედ არც რუსეთთან და არც ამერიკასთან მოინდომა ურთიერთობა, გორბაჩოვის შემოთავაზებაზე დსთ-ში შესვლაზე ასეთი პასუხი გასცა: მდინარის დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან, ცოცხლები საპირისპიროდ ცურავენო, რასაც თვალის დახამხამებაში მოჰყვა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიების დაკარგვა. ამერიკის მაშინდელ პრესიდენტს, ჯორჯ ბუშ უფროსს დიქტატორი უწოდა, რასაც პასუხი მოჰყვა ამერიკიდან: “ქართველ ხალხს აქვს უფლება დაამხოს დიქტატორ გამსახურდიას მთავრობა და რჩევას მივცემ გამსახურდიას, ქარის საწინააღმდეგოდ ბოდიში და ნუ გადააფურთხებს.”
არსებობს ასეთი კითხვა, რუსეთი ხომ გადაგვივლის, მიწასთანგაგვასწორებსო, მაგრამ საინტერესოა რა უშლიდა ხელსრუსეთს აგვისტოში რომ გადაევლო ჩვენთვის? არცარაფერი,ჩვენ არმიაში რამდენი ჯარისკაციც გვყავს, რუსეთისჯარში იმდენივე მარტო მზარეულიმსახურობს და 3 იმდენიჩექმა აქვს, მარტო ჩექმების გადმოყრა ეყოფაქართველებისამოსახოცად, მაგრამ რუსეთმა არ დაიწყოდედაქალის და სხვა ქალაქების დაბომბვა (თუ არჩავთვლითცხინვალთან ახლოს მყოფებს), მან დაბომბა სამხედრო ბაზები,ამით დაგვანახადა გვითხრა რომ მას ქართველო ხალხთანსაწინააღმდეგო არაფერი აქვს, მას მთავრობასთანაქვსპრეტენზიები, რადგან მთავრობის დაწყებული იყო ომი,მთავრობის სიტყვები იყო“ამას გიზამ, იმას გიზამ შელილიპუტინოო” და არა ხალხის.
რა მოიგო საქართველომ ამ ომით? საქართველომ არაფერი,მოიგო მთავრობამ დაპრეზიდენტმა, მოიგო თუნდაც ის, რომომის მერე კოლოსალური რაოდენობით შემოვიდადახმარებასაზღვარგარეთიდან, როგორც ფულადი ასევე შეიარაღება,რითაც შეივსო ქვეყნისდაცარიელებული, უკაპიკოდ დარჩენილიბიუჯეტი და უტყვიაწამლოდ დარჩენილი ჯარი.მოიგო ის, რომმსოფლიოს „დაანახა“ რუსეთის სახე (თითქოს აქამდე არ იცოდნენ), მისწინააღმდეგ აალაპარაკა იგი, თუმცა დროებით,რადგან ახლა ყველა (გაერო, ევროკავშირი,Human Rights Watch,ეუთო და სხვ.) ცალსახად ამბობს, რომ ომი დაიწყოსაქართველომ,პირველი ტყვია გაისროლა საქართველომ, ე.ი.ყველაფერთან ერთად საინფორმაციო ომიცწავაგეთ.
დიპლომატიაში არსებობს ასეთი ტერმინი “მტრის ხატი”, რაცნიშნავს, რომ ქვეყნის ლიდერსშეუძლია შექმნას საგარეო მტრისხატი, მაშინ როცა ქვეყნის შიგნით არცთუსახარბიელომდგომარეობაა მისთვის, ამ ომით პრეზიდენტმასათავისოდ გააერთიანა ხალხის დაოპოზიციური სპექტრის აზრი,სამაგიეროდ გაიხანგრძლივა პრეზიდენტობა და ქვეყნისშიდაპოლიტიკაში „მშვიდობა“ მოიტანა მისთვის. ვაი ასეთმშვიდობას !!! ამის გარდა,პრეზიდენტმა აისრულა თავისოცნება და პირველად 2003 წლის შემდეგ ხალხისკანდირებდაარა “მიშა წადი!!!”-ს არამედ “მიშა გვიშველე!!!” და ესყველაფერი მოხდაქართველი ხალხის, ქართველი გმირებისდაღუპვის, ტერიტორიების დაკარგვისსანაცვლოდ. მსოფლიოსაზრით ეს იყო საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული ომი.მსოფლიო ბანკის დასკვნაში პირდაპირ წერია: “თუ ომიგარდაუვალი იყო, ეს პერიოდიყველაზე ხელსაყრელი იყოსაქართველოსთვის.”
ბოლოს, შეჯამების სახით ვიტყვი, რომ აუცილებელი, საჩქაროდა ქვეყნისთვისსასიცოცხლოა ჩვენი საგარეო პოლიტიკისკურსის შეცვლა, რათა შევძლოთ ჩვენი ქვეყნისფეხზე დაყენება,თანაც ისე რომ არც რუსეთთან გავიფუჭოთ ურთიერთობაამაზე მეტად დანატოშიც და ევროკავშირშიც შევძლოთ შესვლა,ამის ნათელი მაგალითებია არიან ყოფილისაბჭოთა კავშირისქვეყნები: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რომლებიც ამორგანიზაციებისწევრებიც არიან და რუსეთთანაც არც თუ ისეცუდი, რაც მთავარია დიპლომატიურიურთიერთობა აქვთ, ამისთვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია საშინაო კურსის შეცვლა და დემოკრატიული რეფორმების გატარება. აქვე მინდა ავღნიშნო, თუნდაც რეფორმების იდეალურად გატარების შემთხვევაში, არ მაქვს ილუზია, რომ შეიცვლება რუსეთის პოლიტიკა ჩვენს მიმართ, ისინი შეეგუებიან და დასთანხმდებიან სუვერენული საქართველოს ინტერესებს, რადგან მაშინ რუსებს მთელ რიგ თავიანთ ინტერესებზე მოუწევთ უარის თქმა, რაც ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვქნათ.