მიუხედავად იმისა, რომ მრავალი დაიწერა და ითქვა იმ დოკუმენტის შესახებ, რომელიც რეინტეგრაციის სამინისტრომ გამოაქვეყნა და რომელსაც სახელად „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ; ჩართულობა-თანამშრომლობის გზით“ ჰქვია, საზოგადოებაში მაინც ვერ ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, კარგია თუ ცუდი, მისაღებია თუ მიუღებელი ეს დოკუმენტი.
ერთი შეხედვით ეს მიმზიდველი მიზნების მქონე დოკუმენტი, მართლაცდა, მიმზიდველ შინაარსს შეიცავს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, თუმცა ის მოლოდინი, რომ ურთიერთობების დათბობის (ცოტათი მაინც) პროცესი დაიწყებოდა, არ გამართლდა და ვითარება საწინააღმდეგო მიმართულებით განვითარდა.
მხედველობაში მაქვს აფხაზების პასუხი ამ დოკუმენტზე, რომ ისინი ამას არც წაიკითხავენ (რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა ამბობენ, თორემ ჩუმად უკვე წაიკითხეს) და ამის საპასუხოდ ენგურის ხიდზე კონტროლს გაამკაცრებენ, რადგან ისინი თავს ოკუპირებულად არ მიიჩნევენ. შესაძლოა, დოკუმენტის სათაურში გამოტანილი სიტყვა „ოკუპირებული“, უბრალოდ, საბაბია აფხაზი მხარის მიერ დოკუმენტის მიუღებლობისთვის. მაგრამ მაინც დასაფიქრებელია: თუ ქართველებს მართლა უნდათ თანამშრომლობა–ჩართულობა აფხაზებთან, ყოველი სიტყვა უდიდეს მნიშვნელობას იძენს.
თუმცა, პრობლება მხოლოდ სათაური როდია. დოკუმენტში აღწერილია ისეთი ხედვები, რომლებიც, ფაქტობრივად, შეუსრულებადია, მაგალითად, „მიეცეს აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობას საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სამგზავრო დოკუმენტების გაცემის საკითხს“, რადგან აფხაზებს ეს საბუთები უკვე რუსეთმა გაუკეთა და დაურიგა კიდეც, ამას ისიც დავუმატოთ, რომ აფხაზები არ არიან თანახმა ქართული პასპორტების აღებაზე.
დოკუმენტში არ ჩანან ის სუბიექტები, ვისაც უნდა ელაპარაკოს და ვისაც სთავაზობს ქართული მხარე ამ დოკუმენტს. რეინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ ეს სტრატეგია, რომლის მთავარი ამოცანაა ნდობის აღდგენა და ომით დაზარალებული მოსახლეობის შერიგება, პოლიტიკოსებისთვის არ დაწერილა, მისი სამიზნე სამოქალაქო საზოგადოებაა. თუმცა აუცილებლად უნდა დაკონკრეტდეს, ვინ იგულისხმება ამ სამოქალაქო საზოგადოებაში: კერძო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ოპოზიციური ძალები.
სამთავრობო დოკუმენტში არ ჩანს მექანიზმები, როგორ ესახება საქართველოს მთავრობას დევნილების უკან, აფხაზეთში, დაბრუნების გეგმა, რადგან აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა ყველაზე მეტად ამას ეწინააღმდეგება.
მაგრამ მთავარი შეკითხვა სხვაგვარია: თუ ჩვენ კონფლიქტი გვაქვს რუსეთთან და არა აფხაზეთთან (რასაც ხელისუფლება აცხადებს), მაშინ რატომ ვთავაზოთ სტრატეგიას და დოკუმენტს აფხაზებს და არა რუსებს?

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ მისასალმებელია ასეთი დოკუმენტის შექმნა: „18 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება, კარგი გაგებით, თავისივე განცხადების, სტრატეგიის მძევალი ხდება და ქმნის სამოქმედო გზას, რომელსაც ვერ გადაუხვევს“. თუმცა ზაქარეიშვილი საუბრობს მის უარყოფით მხარეებზეც, კერძოდ, იმაზე, რომ ამ დოკუმენტში სიტყვაც არ არის ნახსენები საქართველოს წილ პასუხისმგებლობაზე კონფლიქტის ამდენ ხანს მოუგვარებლობაში, გარდა ამისა, გაუგებარია, რა გარანტიებზე და შეთავაზებებზეა საუბარი, რადგან თუნდაც სიტყვისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები საქართველოს მოსახლეობასაც არ აქვს. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ასეთი დოკუმენტი 2008 წლის აგვისტოს ომამდე რომ შექმნილიყო და მასში არ ყოფილიყო ტერმინი "ოკუპირებული ტერიტორიები", რა თქმა უნდა, მას სხვა შედეგი ექნებოდა.
საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და დიპლომატი კონსტანტინე ჟღენტი მიიჩნევს, რომ ეს დოკუმენტი დღეს დაგვიანებულია, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გეოპოლიტიკური ვითარება და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები არსებითად შეიცვალა.
საბოლოოდ, დოკუმენტის ასეთ შეფასებას ვიღებთ: ეს არის კარგი დოკუმენტი კარგი ხედვებით და შეთავაზებებით, მაგრამ არა „სახელმწიფო სტრატეგიის“, არამედ „სახელმწიფო ხედვის“ მატარებელი, სიტყვა „სტრატეგია“ ნიშნავს სამოქმედო გეგმას, ხოლო რეინტეგრაციის მინისტრ თემურ იაკობაშვილის განცხადებით, სამოქმედო გეგმა ივნისში იხილავს დღის სინათლეს. გარდა ამისა, გაურკვეველი რჩება, როგორ აპირებს ხელისუფლება დოკუმენტში აღწერილი ხედვების განხორციელებას. თითქმის ყველა ექსპერტი ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი უნდა შექმნილიყო და მასში აღწერილი ქმედებები უნდა დაწყებულიყო 2004-2006 წლებში. ახლა გვიანია.
No comments:
Post a Comment